- საერთაშორისო ურთიერთობები
 - პარტნიორი უნივერსიტეტები
 - საერთაშორისო პროფილი
 - საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
 - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
 - თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
 - გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
 - გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
 - სიახლეები
 - მიმდინარე კონკურსები
 - რაოდენობრივი მაჩვენებლები
 - საკონტაქტო ინფორმაცია
 - გვერდის რუკა
 
გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
ისარგებლე გაცვლითი პროგრამით, ისწავლე თსუ-ში და მიიღე დაუვიწყარი გამოცდილება!
თსუ-ს გაცვლითი პროგრამები საშუალებას აძლევს უცხოელ სტუდენტებს გაატარონ ერთი ან ორი სემესტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება; თსუ-ში გატარებული სემესტრი, ერთი მხრივ, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობაა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ეროვნული და კულტურული თავისებურებების გაცნობის უნიკალური შანსია.
რატომ თსუ?
- თსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა კავკასიის რეგიონში. ის ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც რეგულარულად იკავებს ადგილს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში;
 - თსუ-ს 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს 56 ქვეყანაში, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იგი ახორციელებს 250-ზე მეტ პროექტს ევროკავშირის 26 ქვეყნის 106 უნივერსიტეტთან;
 - თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია რეგიონში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების ფართო არჩევანით; თსუ-ში ფუნქციონირებს 24 უცხოენოვანი აკრედიტებული სასწავლო პროგრამა;
 - თსუ-ში სტუდენტური ცხოვრება ძალიან დინამიური და მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც მდიდარ საგანმანათლებლო და კულტურულ, ასევე რეგულარულ სპორტულ აქტივობებს;
 - თსუ-ში ისწავლება 40-ზე მეტი უცხოური ენა;
 - ყველა უცხოელ გაცვლით სტუდენტს საშუალება აქვს დაეუფლოს ქართულ ენას.
 
გზამკვლევი ადმინისტრაციული და აკადემიური მოკლევადიანი მობილობისათვის